Merab Mamardašvili, Merab

მერაბ მამარდაშვილი (* 1930 ― † 1990) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972).

დაიბადა გორში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის "ვოპროსი ფილოსოფიი" მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია.

1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენის მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი).

ბიბლიოგრაფია [რედაქტირება]

* "აზროვნების ფორმები და შიგთავსები" (1968)

* "სიმბოლო და ეჭვი" (ა.მ. პიატიგორსკთან ერთად, იერუსალიმი, 1982)

* "რაციონალიზმის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები" (1984)

* "როგორ მესმის ფილოსოფია" (1990)

* "კარტეზიანული განსჯანი" (издано 1993)

* "კარტეზიანული ვარიაციები"

* "შემეცნების ისარი"

* "ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში"

Siehe auch

Personaldaten

Herr Merab Mamardašvili, Merab
Ort:
Tätigkeit:
Telephonnummer :
Handynummer:
Fax:
E-Mail:
Geburtsdatum:
Geburtsort:
Todesdatum:
Todesort:
Land: